თბილისის დაარსება
თბილისის დაარსების შესახებ მრავალი ლეგანდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყითყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია.
"თბილისი" - "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.
აბანოთუბანი
ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
ძველი თბილისი


თბილისის დაარსების შესახებ მრავალი ლეგანდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყითყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია.
"თბილისი" - "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.
არქეოლოგიური წყაროები
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება ახ. წ. IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა ქალაქი აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგია მიჩნეული თბილისის დამაარსებლად.ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
ძველი თბილისი
ძველი თბილისი - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს:აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა,ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.
წყარო : http://ka.wikipedia.org/wiki
No comments:
Post a Comment